Tuesday, 8 June 2010

კლიმატი და გადაადგილება





იერუსალიმისათვის ხმელთაშუა ზღვის კლიმატია დამახასიათებელი. საკურორტო სეზონი ადრეული გაზაფხულიდან იწყება და გვიან შემოდგომამდე გრძელდება. იერუსალიმში ცხელი ზაფხული და ნალექიანი, გრილი ზამთარი იცის. თოვლი ზამთრის განმავლობაში 1–2–ჯერ მოდის. ზაფხულში ტემპერატურა 40 გრადუსს და ხშირად მეტსაც აღწევს, ხოლო ზამთარში საშუალო ტემპერატურა 14 გრადუსია. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ამ დროს ტემპერტურა 9 გრადუსამდე ეცემა.
იერუსალიმში მოხვედრა საკმაოდ ადვილი საქმეა. არჩევანი თქვენზეა, თუ რა სახის ტრანსპორტს მიანიჭებთ უპირატესობას. ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დედაქალაქიდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ცენტრამდე მისვლას #947 ავტობუსით 40–50 წუთში შეძლებთ. თუ დროში იწვებით, 12–15 ადგილიანი ტაქსის ე.წ. შერატის დაქირავება საუკეთესო გამოსავალია.

წყარო :google

No comments:

Post a Comment