Tuesday, 8 June 2010

ფული, ენა და რელიგია



იერუსალიმის ეროვნული ვალუტა ახალი შეკელია. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იერუსალიმის უმაღლესი დონის სასტუმროებსა და რესტორნებში საფასურის გადახდა დოლარებში ხდება. 1 ამერიკული დოლარი 3,94 ახალი შეკელის ტოლფასია. საკრედიტო ბარათებით თავისუფლად ისარგებლებთ და ნებისმიერი დაწესებულების პერსონალი მადლობელიც კი დაგრჩებათ.
იერუსალიმი, ისევე როგორც მთელი ისრაელი, ორენოვანი ქალაქია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ორი ოფიციალური ენაა – ებრაული და არაბული. პირველ მათგანზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 75% საუბრობს, ხოლო დარჩენილი რაოდენობა – არაბულად. ინგლისური ოფიციალური ენების შემდეგ ყველაზე პოპულარულია.
ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი, 75 პროცენტი (ებრაელები), იუდაიზმის მიმდევარია. ისლამს მოსახლეობის დაახლოებით 16,55% მისდევს, ქრისტიანობას – 2,5%, ბაჰაიზმს – 1,5%, ხოლო 3,5%–მდე ათეისტია.

წყარო: google

No comments:

Post a Comment